09:53 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 15:18:17, 605 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხს ხელს მოაწერს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვის მოთხოვნას ხელს მოაწერს.

აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ახლა მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან და ვაპირებ რომ ხელი მოვაწერო. ჩემი მხრიდან, მზად ვარ, რომ წარმოვადგინო საქართველო, როგორც კონსტიტუციას შეესაბამება, ყველა იმ ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა, რამე თუ უკრაინის საკითხი ჩვენი საკითხია და საჭიროა, რომ საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც. ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით მშვიდობიანი გზის მცდელობის მხარეზე, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გარშემო საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მიმართეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics