13:22 - 24 Jul, 2026
|
2022-02-24 13:55:07, 641 ნახვა
მსოფლიო
მარია ზახაროვა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებას - თქვენ უკვე დაეხმარეთ უკრაინას, დაისვენეთ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა დიდი ბრიტანეთის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც გაერთიანებული სამეფო აცხადებს, რომ უკრაინას თავდაცვაში დაეხმარება. „თქვენ უკვე დაეხმარეთ, დაისვენეთ“, - მიმართავს მარია ზახაროვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი, თუმცა გაერთიანებული სამეფო მას თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)