13:22 - 24 Jul, 2026
|
2022-02-24 12:24:37, 484 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ კორეა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უერთდება
სამხრეთ კორეა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს უერთდება, უკრაინაში მისი სამხედრო ოპერაციების გამო. - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენნტმა უშიშროების საბჭოზე განაცხადა. მუნ ჯე-ინ-ის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაცული უნდა იყოს. მისივე განცხადებით, სამხრეთ კორეა მხარს დაუჭერს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას შეიარაღებული აგრესიის შეკავებისა და მშვიდობიანი გადაწყვეტის ძიებაში, მათ შორის ეკონომიკურ სანქციებში ჩართვის გზით, დასძინა მუნმა. "სამხედრო ძალის გამოყენება, რომელიც ზიანს აყენებს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს გამართლებული", - თქვა მან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)