|
2022-02-24 11:15:21, 781 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის არმიის საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩახშობილია
უკრაინის არმიის საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩახშობილია და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ბაზების ინფრასტრუქტურა გამორთულია, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინის სამხედრო სასაზღვრო სამსახურები „არანაირ წინააღმდეგობას არ უწევენ“. ამასთანავე, რუსეთის თავდაცვის სამინიტროში აღნიშნავენ, რომ უკრაინის ქალაქებს არანაირ დარტყმას არ აყენებენ და მშვიდობიან მოსახლეობას არაფერი ემუქრება. გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვა უარყოფს ინფორმაციას ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის შესახებ. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)