|
2022-02-24 09:46:10, 636 ნახვა
მსოფლიო
სასაზღვრო სამსახური - რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინას ბელარუსის საზღვრიდანაც დაესხნენ თავს
24 თებერვალს, დილით, უკრაინელ მესაზღვრეებს ბელორუსის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნეს. მტერმა გამოიყენა არტილერია, მძიმე ტექნიკა და მცირე იარაღი. ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე (GPSU) მითითებით იტყობინება. როგორც სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში აღნიშნეს, დაახლოებით 05:00 საათზე უკრაინის სახელმწიფო საზღვარს რუსული ჯარები დაესხნენ თავს. ამავდროულად, მათ მხარს უჭერს ბელორუსი. ასევე დაფიქსირდა მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების მუშაობა. სასაზღვრო ქვედანაყოფებსა და საგუშაგოებზე თავდასხმები არტილერიის, მძიმე ტექნიკისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხორციელდება. დაბომბვა დაფიქსირდა ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და ჟიტომირის რაიონებში, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან. მესაზღვრეებს შორის დანაკარგებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)