14:37 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 16:37:01, 743 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საგარეო - თუ დღეს ვერ შევაჩერებთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ხვალ ის სამხედრო ძალას მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში გამოიყენებს

უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, გადადგას სასწრაფო და მკაცრი ზომები აგრესორის წინააღმდეგ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„საერთაშორისო სამართალი კრძალავს აგრესიას, ხოლო უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებითა და პრინციპებით, მათ შორის გაეროს წესდებით, თუ ჩვენ დღეს ვერ შევაჩერებთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ხვალ რუსეთის სამხედრო ძალები შეიძლება გამოყენებულ იქნას მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში,“ - ნათქვამია უკრაინის საგარეოს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება უკრაინის მიერ განიხილება, როგორც შეიარაღებული აგრესიის აქტი.

„22 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაუშვა რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენება, უკრაინის დროებით ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე რუსი მოსახლეობის „დაცვის“ საბაბით.

უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით მოსკოვის მიერ ეგრეთ წოდებული დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება და მხარდაჭერა არის საერთაშორისოდ უკანონო და უკრაინის მიერ განიხილება, როგორც შეიარაღებული აგრესიის აქტი.,“- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics