|
2022-02-23 10:14:52, 653 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალ „იუსტიციის“ პირველი ნომერი უკვე ხელმისაწვდომია
„იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთი დაპირება შეასრულა, ჩვენ უკვე გამოვეცით ჟურნალ „იუსტიციის" პირველი ნომერი. ჟურნალი იქნება ხიდი მეცნიერებასა და პრაქტიკას შორის, მისცემს ბევრ ახალგაზრდა მეცნიერს შესაძლებლობას, თავისი ნააზრევი გააცნოს ფართო საზოგადოებას", – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალ „იუსტიციის" პირველი ნომრის გამოსვლა. იუსტიციის სამინისტროს ორენოვანი, ქართულ-ინგლისური ჟურნალი „იუსტიცია" (ლათ. IUSTITIA) გასული წლის ივნისში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაარსდა. ის ყოველკვარტალური, საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემაა. მისი პირველი ნომრის პრეზენტაცია დღეს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. გამოცემა სამართლის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს მნიშვნელოვან სიახლეებს სთავაზობს. ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება ცნობილი გერმანელი სამართლის ფილოსოფოს ვილჰელმ ზაუერის თხზულება „სამართლიანობა", რომელიც სპეციალურად „იუსტიციისათვის" ითარგმნა. საზოგადოების ფართო წრისათვის ნაკლებად არის ცნობილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის სენატის ხელმძღვანელ დავით ხელთუფლიშვილის ბიოგრაფიაც, მის დღემდე უცნობ ფოტოს კი, მკითხველი პირველად ამ ჟურნალის ფურცლებზე იხილავს. სტატიები მრავალფეროვანი თემატიკით გამოირჩევა და ეხება როგორც თანამედროვე სამართლის აქტუალურ საკითხებს, ისე სამართლის კლასიკური მემკვიდრეობის ძეგლებსა და კონსტიტუციონალიზმის მიღწევებს, პუბლიკაციები ხელს უწყობს სამართლის ცალკეული დარგის განვითარებასა და იურიდიულ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავებას.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)