|
2022-02-22 17:13:40, 623 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმირ ზელენსკი - მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ისეთი შეცდომის განმეორება, როგორიც 2008 წელს საქართველოში მოხდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ალარ კარისთან კიევში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ისეთი შეცდომის განმეორება, როგორიც 2008 წელს საქართველოში მოხდა. მისივე თქმით, ტერორისტული ჯგუფების მიერ უკრაინის ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია არის აგრესიის ახალი აქტი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ პასუხს მოითხოვს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება არღვევს ყველა შესაძლო ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ვალდებულებასა და გაეროს უშიშროების საბჭოს 2015 წლის 17 თებერვლის რეზოლუციას, უკრაინის შესახებ. „ეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ახალი აქტია, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ პასუხს საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან. მიგვაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება ქმნის სამართლებრივ საფუძველს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ შემდგომი შეიარაღებული აგრესიისთვის. ჩვენ ვიზიარებთ საერთო შეხედულებას, რომ რუსეთის ესკალაცია უკრაინის გარშემო უპრეცედენტო გამოწვევაა ევროპისა და ზოგადად მსოფლიოსთვის. სწორედ უკრაინაში წყდება ევროპის უსაფრთხოების მომავალი, რომლის ნაწილიც უკრაინაა. ჩვენ შევთანხმდით უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მორიგი აქტის გამო სანქციების დაუყონებლივ დაწესების აუცილებლობაზე. ეს სანქციები უნდა მოიცავდეს Nord Stream 2-ის სრულ შეჩერებას. გარდა ამისა, დღეს უკრაინას უფრო მეტად სჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა თავდაცვის შესაძლებლობებისა და ეკონომიკური მხარდაჭერის, ეკონომიკური სტაბილურობის კუთხით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)