15:28 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 11:26:02, 571 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი აღიარებს ე.წ რესპუბლიკებს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების საზღვრებში

რუსეთი აღიარებს ე.წ რესპუბლიკებს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების საზღვრებში. ამის შესახებ რუსული მედია სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის ხელმძღვანელ ლეონიდ კალაშნიკოვზე დაყრდნობით იუწყება.

ამავდროულად, გუშინ, რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრეი კლიმოვმა, ფედერაციის საბჭოზე განაცხადა, რომ რუსეთი აღიარებს ლუგანსკს და დონეცკს იმ საზღვრებში, რომლებიც ამჟამად არსებობს.

კალაშნიკოვის განცხადება ცვლის სიტუაციას - უკრაინა ახლა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიების ნაწილს აკონტროლებს, იქ სამხედრო პერსონალია.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის თანახმად, რუსეთის ჯარებს შეუძლიათ შეტევა უკრაინულ ფორმირებებზე, რომლებიც კონცენტრირებულნი არიან კონტაქტის ხაზზე, რათა კონტროლი მოიპოვონ ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების მთელ ტერიტორიაზე.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა

„მივიღე გადაუდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხნის წინ მომწიფთა, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

მანამდე, კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს აცნობა, რომ დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების მოთხოვნით პუტინს 15 თებერვალს მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics