|
2022-02-22 02:10:27, 553 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა უზრუნველყოს მშვიდობის შენარჩუნება ოკუპირებულ დონეცკში და ლუგანსკში
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაავალა უზრუნველყოს ამ ტერიტორიებზე "სამშვიდობო ფუნქციების შეიარაღებული ძალების განხორციელება". დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ინსტრუქცია „სამშვიდობო ფუნქციების შესახებ“ გაიცა თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელების „მიმართვასთან დაკავშირებით“. რუსულმა სახელმწიფო რესურსმა RIA Novosti-მ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს „ერთობლივ თავდაცვას“ „რესპუბლიკების წინააღმდეგ აგრესიის აქტებთან საპირისპიროდ“. რუსეთის ფედერაცია დადებს ცალკეულ შეთანხმებებს თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სამხედრო თანამშრომლობის, საზღვრების დაცვისა და ორმაგი მოქალაქეობის ერთობლივი ძალისხმევის შესახებ, ნათქვამია "თანამშრომლობის ხელშეკრულებების" ტექსტში. ხელშეკრულებები იძლევა უფლებას გამოიყენონ სამხედრო ინფრასტრუქტურა და სამხედრო ბაზები ერთმანეთის ტერიტორიაზე. ისინი უკვე გადაეცა სახელმწიფო სათათბიროს და გადაეგზავნა შესაბამის კომიტეტებს. განკარგულებთ ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან. „მივიღე გადაუდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხნის წინ მომწიფთა, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მანამდე, კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს აცნობა, რომ დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების მოთხოვნით პუტინს 15 თებერვალს მიმართა.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)