|
2022-02-21 14:59:42, 801 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ნოსტეს ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულდა
ნაძალადევის რაიონში, ნოსტეს ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, აშენდა 4 საყრდენი კედელი საერთო სიგრძით 46 მეტრი და 3 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნო. „ნოსტეს ქუჩაზე ურთულესი მდგომარეობა იყო, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა. გზის საფარი სრულად დაზიანებული იყო. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული ქსელი შეცვალა, რის შემდეგაც გამგეობის მიერ საგზაო ინფრასრტუქტურა სრულად მოწესრიგდა. დღეიდან ადგილობრივი მცხოვრებლები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ. საგზაო პროექტის ღირებულება 220 000 ლარია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)