09:43 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 14:31:44, 1366 ნახვა

რეგიონი
აჭარის მდინარის აუზებში ტყვიის შესაძლო წყაროების კვლევა მიმდინარეობს

აჭარის მდინარის აუზებში ტყვიის შესაძლო წყაროების კვლევა მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ისრაელის საელჩოს მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში საქართველოში იმყოფება ისრაელიდან ცნობილი ჰიდროგეოლოგი, პროფესორი, ეილონ ადარი. ვიზიტის ფარგლებში წყლის სინჯები შემდგომი კვლევისათვის აღებული იქნა მაღალმთიანი აჭარის სხვადასხვა სოფელში.

სამუშაო ჯგუფის წევრებს დღეს აჭარის ა.რ. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, ნონო ნიჟარაძე მოადგილეებთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ბავშვებსა და ორსულებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით აქამდე ჩატარებული კვლევები და ისაუბრნენ ახალი პროექტის მნიშვნელობაზე.

მიმდინარე წელს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას, გაფართოვდა. 2022 წლიდან პროგრამით 8-14 წალმდე მოზარდები ისარგებლებენ.

გასული წლის პროგრამის ფარგლებში ღონისძიების ფარგლებში კვლევა ჩაუტარდა 6000 ბენეფიციარს. კვლევის შედეგის მიხედვით განმეორებით მეორე კვლევა ჩაუტარდა 784 ბენფიციარს, ხოლო მესამე - 116.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics