|
2022-02-19 12:06:21, 865 ნახვა
სამართალი
შსს-მ აშშ-ის საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობით თბილისში თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარმა სამმართველოს თანამშრომლებმა ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობით, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით - 1990 წელს დაბადებული ს.ფ. თბილისში დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი საქართველოს მოქალაქეებს - მ.შ.-ს და ჯ.გ.-ს, გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ბილეთების შეძენას, აშშ-ში საცხოვრებლით, ასევე, სამსახურით უზრუნველყოფასა და სამუშაო ვიზების დამზადებას დაჰპირდა. ბრალდებულმა აღნიშნულ მოქალაქეებს პასპორტები და ფული იმ მოტივით გამოართვა, რომ დოკუმენტებს ვიზის განაცხადის შესავსებად გამოიყენებდა, თუმცა თანხის მიღების შემდეგ შეთანხმება არ შეასრულა. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, იგი უკანონოდ დაეუფლა ჯამში 15 168 ლარს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ს.ფ.-ს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებდა, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე -3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ხოლო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სამართალდამცველებმა ქალი ბრალდებულის სახით დააკავეს და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. გარდა აღნიშნული ფაქტისა, გამოძიებით დადგინდა, რომ ს.ფ.-მ 2021 წელს თაღლითობის კიდევ რამდენიმე ფაქტი ჩაიდინა, რომლებზეც გამოძიებას აწარმოებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველო, ძველი თბილისის მთავარი სამმართველო და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველო. თაღლითობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გრძელდება.
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)