|
2022-02-18 19:47:53, 815 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული განახლება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, კომპანიის სხვა თანამშრომლებთან და შპს „მამისონის“ წარმომადგელებთან ერთად, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, ღია ბაქნის გადახურვის სამუშაოები და ბაქნის ფილების სადემონტაჟო პროცესი მიმდინარეობს. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული განახლებისა და რეაბილიტაციის ფარგლებში, გათვალისწინებულია სადგურის ინტერიერისა და ექსტერიერის განახლება, ხოლო რეკონსტრუქციის ნაწილში - მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის გადახურვის მოწყობა და გამაგრების სამუშაოები. კერძოდ, სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი; სადგური ადაპტირდება შშმ პირთათვის; დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა ტექტილური ბილიკები; განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების სამომსახურო ოთახები; რეაბილიტაცია ჩაუტარდება სადგურის, როგორც შესასვლელ ვესტიბიულს, ასევე ბაქანს; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეიცვლება გახმოვანებისა და ელექტროსისტემები. მტერსოსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის დასრულება მიმდინარე წლის მაისში იგეგმება. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 4 700 000 ლარს შეადგენს. განახლებული მეტროსადგურის გახსნამდე, მგზავრეთა მომსახურების მიზნით, მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „გოცირიძემდე“, ავტობუსის დროებითი მარშრუტი - N169 ამოქმედდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)