09:44 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 16:41:12, 1375 ნახვა

რეგიონი
შეხვედრა „გაძლიერებული ქალები და ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისა და შენარჩუნებისთვის” კასპის მუნიციპალიტეტში

კასპის მუნიციპალიტეტის მერი  ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შოთა ბეგლარაშვილი კასპში გენდერული თანასწორობის საბჭოს და 1325 სამუშაო ჯგუფის წევრები, ასევე  გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი მონაწილეობდნენ - ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ქალმშვიდობის მშენებელთა გლობალური ქსელის (GNWP) ერთობლივი პროექტის „გაძლიერებული ქალები და ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისა და შენარჩუნებისთვის” ფარგლებში ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრაში. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტი იუწყება.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანი  გაეროს უშიშროების საბჭოს რეზულუცია #1325 ლოკალიზაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობა,  გაეროს უშიშროების საბჭოს რეზულუცია #1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის წადგენა, კარგი პარქტიკების გაზიარება  და მომდევნო წლებში  მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი საქმიანობების გაცნობა იყო.

„გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის #1325 ლოკალიზაციის მნიშვნელობა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრა Maria Victoria (Mavic) Cabrera Balleza- ქალთა მშვიდობის მშენებელთა გლობალური ქსელის (GNWP) დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ხოლო პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობაზე  თეონა აქუბარდიამ - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა.პრეზენტაციები წარმოადგინეს - გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომდგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ, იულია ხარაშვილმა -  იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს ხელმძღვანელმა, ქალტა ფონდ  „სოხუმი“-ს ხელმძღვანელმა ალლა გამახარიამ.შეხვედრის მსვლელობას  უძღვებოდა და შედეგები შეაჯამა ელენე რუსეცკაიამ - ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics