|
2022-02-18 14:24:46, 865 ნახვა
საზოგადოება
ვეფხისტყაოსნისა და ასმათის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნისა და ასმათის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, აღნიშნულ ქუჩებზე, წლების განმავლობაში მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. გასულ წელს მოწესრიგდა ამ ქუჩების გარკვეული ნაწილი, ახლა კი მეორე ეტაპი დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 8 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. „დიდი დიღმის კერძო დასახლებაში ქუჩების მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად, ვეფხისტყაოსნისა და ასმათის ქუჩებზე ვაგრძელებთ სამუშაოებს, სადაც გასულ წელს გარკვეული მონაკვეთი უკვე მოწესრიგდა. ახლა ასმათის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, ხოლო ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს, რის შემდეგაც ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სამუშაოებს კომპანია „იბერი“ ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 900 000 ლარი გამოიყო.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)