|
2022-02-17 18:16:28, 902 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა დაიწყო. ამ ეტაპზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნუშის ქუჩის ბოლო მონაკვეთზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ავალიშვილისა და ნუშის ქუჩის ბოლო ნაწილში 846 გრძივ მეტრზე გოფრირებული მილები ეწყობა, ასევე, 23 ჭა და 17 ცხაური დამონტაჟდება. სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო. „ავშნიანის დასახლებაში, ავალიშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. სანიაღვრე სისტემის დამონტაჟების შემდეგ გზის საფარის დაგება დაიწყება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის უპრობლემოდ გადაადგილებას. შემდეგ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდებარე ქუჩებზე გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ. სანიაღვრე ქსელის მოწყობის საპროექტო ღირებულება 212 385 ლარია. მიმდინარე სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)