|
2022-02-15 14:52:44, 947 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის დუმა ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით ვლადიმერ პუტინს მიმართავს
რუსეთის სახელმწიფო დუმა ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით მიმართავს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას 351-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 16 წინააღმდეგ წავიდა, 1-მა დეპუტატმა კი, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. გარდა ამისა, სახელმწიფო დუმამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციის ალტერნატიულ პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა მიმართვის ტექსტის გადაგზავნას საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, კონსულტაციებისთვის. მხარეთა მიერთ წარდგენილ მიმართვაში ნათქვამია, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა არ ასრულებს მინსკის შეთანხმებას, ხოლო თვითგამოცხადებულ ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებში, ბოლო წლებში, „დემოკრატიული ორგანოები და სახელმწიფოები ლეგიტიმური ძალაუფლლების ყველა ატრიბუტით“ აშენდა. რუსეთის სათათბიროს სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ რეზოლუციას „მყისიერად მოეწერება ხელი და გაეგზავნება სახელმწიფოს მეთაურს“.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)