20:09 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-14 19:45:20, 862 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინა NATO-ს წევრობისკენ მისწრაფებას, მაინც გააგრძელებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა თუ ზოგიერთი დასავლელი ლიდერის სკეპტიციზმისა, უკრაინა NATO-ში გაწევრიანების გზას არ გადაუხვევს.

აღნიშნული განცხადებით, ვლადიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში მყოფი უკრაინის ელჩის ნათქვამს გამოეხმაურა, რომლის სიტყვითაც, უკრაინა NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მზადაა „მოქნილი“ პოლიტიკა გაატაროს.

„ბევრი ჟურნალისტი და ლიდერი მინიშნებებს აკეთებს, თითქოს შესაძლებელია, უკრაინამ არ გარისკოს და ალიანსში სამომავლოდ გაწევრიანების საკითხი აღარ განიხილოს. ეს რისკი კი, მათთვის რუსეთის რეაქციასთანაა ასოცირებული. მე მჯერა, რომ ჩვენ NATO-ში გაწევრიანების არჩეული გზა უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.

ამბავს BBC News ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics