20:12 - 24 Jul, 2026
|
2022-02-13 17:47:01, 772 ნახვა
მსოფლიო
დაძაბულობის გამო, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს
მსოფლიოს არაერთი ქვეყანა თავის მოქალაქეებს, უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს. მიზეზად რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბულობა და რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის საშიშროება სახელდება. მსგავს სახელმწიფოებს შორის არიან: ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ირლანდია, შვედეთი, ნიდერლანდები, იტალია, ავსტრალია, იორდანია, ქუვეითი და ერაყი. აღნიშნულთან დაკავშირებით კი, საუდის არაბეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ლიეტუვა, ჩინეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები თავის მოქალაქეებს მეტი ყურადღებისა და უკრაინაში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. ცნობისთვის, უკრაინის დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, სავარაუდოდ 14 თებერვლიდან, უკრაინის თავზე საჰაერო მიმოსვლა შეწყდება.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)