|
2022-02-13 12:55:51, 971 ნახვა
მსოფლიო
ბენ ჰოჯესი - ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება, ეს კი საქართველოსთვის შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ ყურადღება მისკენაც მიიზიდოს
„ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება. ამიტომაც, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ ყურადღება მისკენაც მიიზიდოს და ყველას უთხრას: - შემომხედეთ, მე შემიძლია, ამ სტრატეგიულ რეგიონში დაგეხმაროთ“, - ამის შესახებ ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში გენერალ-ლეიტენანტი (თადარიგის) ბენ ჰოჯესმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ უნდა დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა, არის თუ არა ის მზად ბიზნესის, ინვესტიციის მისაღებად. ბენ ჰოჯესმა აღნიშნა ისიც, რომ იგი ისურვებდა, საქართველოში ამერიკის საროტაციო ნაწილებისთვის შეიქმნას ინფრასტრუქტურა, რათა ქვეყანა ამერიკის საზღვაო ძალებისთვის, საჰაერო ძალებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი იყოს. „პენტაგონი, ბიზნესი, მედია, ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება. ამიტომაც, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ ყურადღება მისკენაც მიიზიდოს და ყველას უთხრას: - შემომხედეთ, მე შემიძლია, ამ სტრატეგიულ რეგიონში დაგეხმაროთ, იქნება ეს დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება, ეკონომიკური ფაქტორები, კარიბჭის როლის შესრულება აზიასა და ევროპას შორის, თუ სხვა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)