|
2022-02-05 16:17:37, 766 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - NATO ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ
ნატო ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „ემესენბისის“ ეთერში განაცხადა. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. „ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის ის, სურს თუ არა ნატო-ს წევრი გახდეს. ნატო პატივს სცემს ამ სუვერენულ, თავისუფალ გადაწყვეტილებებს და არასოდეს აიძულებდა სხვა ქვეყნებს, გაწევრიანებულიყვნენ ალიანსში. მაგრამ ბევრი ქვეყანა დემოკრატიული პროცესების მეშვეობით მივიდა იქამდე, რომ ნატო-ს ნაწილი გამხდარიყო“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ამასთან, ნატო ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ. "ნატო მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ, ასევე ერთიანი ვართ, დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი". - განაცხადა სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)