03:45 - 25 Jul, 2026
|
2022-02-05 15:44:09, 622 ნახვა
მსოფლიო
ვიქტორია ნულანდი - რუსეთი საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას, ის შეიჭრა საქართველოში, მოახდინა ყირიმის ანექსია და შეიჭრა დონბასში
უსაფრთხოების განუყოფლობას საფრთხეს უქმნის რუსეთი, რომელიც შეიჭრა საქართველოში, ჰყავს სამხედრო ძალა მოლდოვაში ამ ქვეყნის ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, ასევე, მოახდინა ყირიმის ანექსია და შეიჭრა დონბასში - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა რუსულ გამოცემა "tass-თან" ინტერვიუში თქვა. ვიქტორია ნულანის თქმით, რუსეთი შეშფოთებულია ამერიკული მხარის სხვადასხვა სახის ქმედებებით, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები არის შეშფოთებული რუსეთის ქმედებებით, ამიტომ საჭიროა, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, შეიარაღების კონტროლზე მუშაობა და ომის რისკების შემცირება. ამასთანავე, ვიქტორია ნულანდმა რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სეპარატისტული რეგიონების სამხედრო დახმარება და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)