|
2022-02-03 21:50:02, 942 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენის ბრძანებით, ამერიკულმა სპეცრაზმმა ISIS-ის ლიდერი მოკლა
შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ქურაიში სირიაში, სპეცოპერაციის ჩატარების დროს ამერიკულმა სამხედროებმა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტული ოპერაციას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთა შორის არიან ბავშვები და ქალები. ჯო ბაიდენმა მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურ სახელმწიფოს“ დააკისრა. „გუშინ ჩემი მითითებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში წარმატებით ჩაატარეს კონტრტერორისტული ოპერაცია, რათა დაეცვათ ამერიკელი ხალხი, ჩვენი მოკავშირეები და მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად გაეხადათ. ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და სიმამაცის დამსახურებით, ლიკვიდირებულია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი - აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში. ყველა ამერიკელი ოპერაციიდან უსაფრთხოდ დაბრუნდა“, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)