|
2022-02-03 17:47:58, 872 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით, 84 ტონა საბრძოლო მასალა გაუგზავნა
„ჩვენ დიალოგისა და დიპლომატიის გზა ბევრად გვირჩევნია, მაგრამ გავაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას“, - ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს. ამ კვირაში, აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების მეექვსე გზავნილით, 84 ტონა საბრძოლო მასალა გაუგზავნა. უწყების ცნობით, ამ დრომდე შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 500 ტონა თავდაცვითი აღჭურვილობა გადასცა. „ჩვენ დიალოგისა და დიპლომატიის გზა ბევრად გვირჩევნია, მაგრამ გავაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას, რაც მის საზღვრებთან შეკრებილი რუსეთის მასიური სამხედრო ძალის წინააღმდეგ თავდაცვისთვისაა საჭირო. ამ კვირაში უკრაინამ აშშ-ის სამხედრო დახმარების მეექვსე გზავნილი, 84 ტონა საბრძოლო მასალა მიიღო. ამ დრომდე შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 500 ტონა თავდაცვითი აღჭურვილობა გადასცა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)