04:36 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-03 12:45:59, 1069 ნახვა

პოლიტიკა
სვენ მიქსერი – EU მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის სურვილს, აირჩიოს პარტნიორები

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე ქვეყნის სურვილს, გადაწყვიტოს რომელ საერთაშორისო ორგანიზაციასთან სურს თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.

როგორც სვენ მიქსერმა ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშრისა და ნატო–ში გაწევრიანებას თავად საქართველოს მოქალაქეები უჭერენ მხარს. 

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე ქვეყნის სურვილს, გადაწყვიტოს რომელ საერთაშორისო ორგანიზაციასთან სურს თანამშრომლობა, ეს არის ფუნდამენტური პრინციპი. დღეს ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შეაჯანჯღაროს, დასავლეთისგან არის მკაფიო სიგნალი, რომ ისინი ამას არ შეეგუებიან და რუსეთს საკუთარი ზეგავლენის უკონტროლო გავრცელების უფლებას არ მისცემენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს არჩევანს, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატო–ში თავად საქართველოს მოქალაქეები უჭერენ მხარს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics