03:45 - 25 Jul, 2026
|
2022-02-02 14:15:23, 656 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამ ეტაპზე არ არსებობს მინიშნებები, რომ რუსეთი მზად არის უკრაინაში მოქმედებების დასაწყებად
ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე მინიშნება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი მზად არის უკრაინაში ზომების მისაღებად, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანმა ფრანს 2-ის ეთერში საუბრისას განაცხადა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე მინიშნებები, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის უკრაინაში მოქმედებების დასაწყებად. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში დაადანაშაულა დასავლეთი იმაში, რომ განზრახ შექმნა სცენარი, რომელიც რუსეთის ომში ჩათრევაა. პუტინის განცხადებით, აშშ-მ რუსეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხები უგულებელყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)