|
2022-02-01 19:06:31, 1067 ნახვა
მსოფლიო
კვლევა - საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა სიაში მოხვდა
2016 წლის „მიგრაციის კრიზისის“ შემდეგ, ევროკავშირში, საერთაშორისო დაცვის შესახებ ყველაზე მეტი განაცხადი, 2021 წლის ნოემბერში შევიდა. ევროკავშირის კვლევის მიხედვით, 2021 წლის ნოემბრის მაჩვენებელი სექტემბრის პიკურ მაჩვენებელს გაუტოლდა და შესაფერის უწყებაში, 71 400-მდე განაცხადი შევიდა. კვლევაზე დაყრდნობით, გასული წლის ნოემბერში, ყველაზე მეტი განაცხადი ავღანელებმა, შემდეგ, სირიელებმა და ერაყელებმა შეიტანეს. ასევე, მაღალი მაჩვენებელი აღირიცხა სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან, ვენესუელადან და კოლუმბიიდან. ამავე თვეში, თავშესაფარი პაკისტანის ბევრმა მოქალაქემაც მოითხოვა. ევროკავშირის კვლევაში საქართველო, ბანგლადეშთან და სომალთან ერთად, ათეულში მოხვდა. მონაცემების მიხედვით, 2021 წლის ნოემბერში თავშესაფრის მოთხოვნა საქართველოს 1 680-მა მოქალაქემ გააგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)