04:34 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-01 11:06:14, 794 ნახვა

საზოგადოება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიაში ჩაერთო

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე კოვიდ 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი ღონისძიებების კამპანიაში  ჩაერთო. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით პროგრამა, რომელიც  50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე აცრას გულისხმობს, სოფელ მეორე სვირში მიმდინარეობს.

ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გაეცნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოქმედებს ფულადი წახალისების პროგრამა, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარს, ხოლო დამატებით ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარის მიღებას გულისხმობს. იმინიზაციის პოპულარიზაციის და კოვიდ - 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინით, მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით კამპანიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს​​.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics