|
2022-01-29 11:16:05, 866 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო – მოსკოვმა გააფართოვა ევროკავშირის წარმომადგენლების სია, რომლებსაც რუსეთში შესვლა აეკრძალათ
ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, მოსკოვმა გააფართოვა ევროკავშირის წარმომადგენლების სია, რომლებსაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა. „რუსულმა მხარემ, რომელიც ხელმძღვანელობს რეციპროციულობისა და პარიტეტის პრინციპით, გადაწყვიტა გაეფართოვებინა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლების საპასუო სია, რომლებსაც ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა“, – ნათქვამია განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი არაერთი ევროპული კერძო სამხედრო კომპანიის ლიდერი შავ სიაში მოხვდა. სიაში ასევე შევიდნენ ევროკავშირის ზოგიერი ქვეყნის სამართალდამცავი უწყების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა უწყება კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არ ასახელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)