|
2022-01-28 11:39:56, 736 ნახვა
მსოფლიო
გაერთიანებული ძალების შტაბი - რუსეთის ჯარი უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა
უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ჯარი უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა. როგორც შტაბის მიერ გავრცელებულ " target="_blank">ინფორმაციაშია აღნიშნული, 27 იანვარს, რუსეთის ჯარების მიერ ორი სამართალდარღვევა დაფიქსირდა. „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ სამმხრივი კონტაქტების ჯგუფის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების იგნორირებას. 27 იანვარს, რუსეთის ჯარების მიერ ორი სამართალდარღვევა დაფიქსირდა. ლუგანსკის ოლქში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მექანიკური ბრიგადის თავდაცვის წინა ზღვართან ახლოს, დივერსიულ-სადაზვერვო მცდელობა გამოვლინდა“,- ვკითხულობთ განცხადებაში. ამასთანავე, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გაერთიანებული ძალების ჯარისკაცებს შორის მტრის ქმედებების მიუხედავად, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. „მიმდინღე დღის 7 საათის მდგომარეობით, რუსეთის სამედროების მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევები არ დაფიქსირებულა. გაერთიანებული ძალები აკონტროლებენ სიტუაციას და აგრძელებენ დავალებების შესრულებას რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შესაკავებლად და შესაფერისი დავალებების შესრულებას“, - წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)