|
2022-01-28 10:39:23, 2769 ნახვა
მსოფლიო
მედია - ჯო ბაიდენმა ვლადიმირ ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, თებერვალში შეიჭრას
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც უცხოური მედია თეთრი სახლის ეროვნული უშიშრობის საბჭოს პრესსპიკერზე, ემილი ჰორნზე დაყრდნობით წერს, სატელეფონო საუბრისას ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში თებერვალში შეიჭრას. „პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას. მან ეს თქვა საჯაროდ. ჩვენ კი, ამის შესახებ თვეებია ვსაუბრობთ“, - აღნიშნა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა. როგორც ცნობილია, ვლადიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ რუსეთის მხრიდან საფრთე „საშიში, მაგრამ ორაზროვანია“, შესაბამისად, ის დარწმუნებული არაა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმა მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)