|
2022-01-27 14:48:41, 725 ნახვა
მსოფლიო
ოპტიმიზმის მიზეზი არ არსებობს - კრემლმა აშშ-ს უპასუხა უსაფრთხოების გარანტიებზე
აშშ-ს პასუხები მოსკოვის წინადადებებზე უსაფრთხოების გარანტიების შესახებ "ოპტიმიზმის დიდ მიზეზს არ იძლევა". ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, იტყობინება ინტერფაქსი. „გუშინ მოისმინეთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებები, სადაც აბსოლუტურად ცალსახად საუბრობდნენ რუსეთის მიერ გამოთქმული მთავარი შეშფოთების უარყოფაზე. აქედან გამომდინარე, ოპტიმიზმის ბევრი მიზეზი არ არსებობს“, - განაცხადა პესკოვმა. მან დასძინა, რომ ამ დროისთვის თავს შეიკავებს შეერთებული შტატების პასუხების კონცეპტუალური შეფასებისგან. პესკოვის თქმით, აშშ-ის პასუხი უსაფრთხოების გარანტიებზე უკვე გადაეცა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, იუწყება ეხო მოსკვი. პესკოვმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა პერსპექტივები, რომ განიხილონ საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულება (INF Treaty) უსაფრთხოების გარანტიების თემისგან იზოლირებულად. „ინფ ხელშეკრულების შესახებ ცალკე შეიძლება ითქვას, მაგრამ INF თემის განხილვა უსაფრთხოების საერთო არქიტექტურისა და სტრატეგიული უსაფრთხოების პრობლემებისგან იზოლირებულად ძნელად სიცოცხლისუნარიანია“, - მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი. აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი გასცა. დოკუმენტი რუსეთში აშშ-ის ელჩმაჯონ სალივანმა რუსულ მხარეს პირადად გადასცა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ჟურნალისტების წინაშე ბლინკენის გამოსვლამდე სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კვლავაც დარწმუნებულია, რომ პუტინი თებერვლის შუა რიცხვებამდე გეგმავს უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. ბლინკენის თქმით, მოსკოვისთვის გაგზავნილ წერილში ხაზგასმულია, რომ კიევს თავად შეუძლია საკუთარი მოკავშირეების არჩევა. ამით მან უკუაგდო რუსეთის მოთხოვნა, რომ ნატომ არასოდეს მიიღოს თავის რიგებში უკრაინა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)