06:23 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-27 11:14:54, 757 ნახვა

მსოფლიო
ნედ პრაისი - თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ვიმუშავებთ, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი წინ ვეღარ წავიდეს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ იმუშავებს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი წინ ვეღარ წავიდეს.

„თუ რუსეთი ამა თუ იმ გზით შეიჭრება უკრაინაში, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ წინ არ წავა. დეტალებში შესვლას არ ვაპირებ. ჩვენ ვიმუშავებთ გერმანიასთან, რათა ის წინ აღარ წავიდეს“, - განაცხადა ნედ პრაისმა NPR-სთან ინტერვიუში.

ნედ პრაისს არ დაუკონკრეტებია, დათანხმდა თუ არა აღნიშნულ ნაბიჯს გერმანია. ამასთანავე, ჯერჯერობით უცნობია, მოიცავს თუ არა ამერიკის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დასახელებული შესაძლო ეკონომიკური სანქციები ამ მილსადენის პროექტს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics