06:22 - 25 Jul, 2026
|
2022-01-26 10:34:23, 621 ნახვა
მსოფლიო
ხორვატიის პრემიერმა ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ უკრაინის ადგილი ნატო-ში არ არის, ბოდიში მოიხადა
ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩიმ ქვეყნის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მიერ უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიში მოიხადა. „იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში სამხედროები არ გვყავს, პოლონეთში მყოფი ჩვენი კონტიგენტი უკვე დაბრუნდა სამშობლოში არ ვიცი, რომელი სამხედროები გამოჰყავს პრეზიდენტს. უკრაინის კორუმპირებულობასთან დაკავშირებით მისი განცხადება არ არის ჩვენი პოზიცია და მე მთავრობის სახელით, ბოდიშს ვიხდი უკრაინელების წინაშე“, - წერს ანდრეი პლენკოვი მიკრობლოგ „ტვიტერზე“. ცნობისთვის, ხორვატიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ადგილი ნატო-ში არ არის და რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში, ხორვატია მაქსიმალურად დისტანცირდება მოვლენებისგან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)