|
2022-01-25 10:16:36, 969 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი - 8 500 ამერიკელი სამხედრო მზადყოფნაშია აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განთავსებისთვის
პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, 8 500 ამერიკელი სამხედრო მზადყოფნაშია აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განთავსებისთვის. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. როგორც ჯონ კირბმა აღნიშნა, პრეზიდენტ ბაიდენის დავალებით, აღნიშნული განკარგულება თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გასცა. აღნიშნულის მიზეზი უკრაინის საზრვართან რუსი ჯარისკაცების მობილიზებაა. ამასთან, ჯონ კირბიმ ხაზი გაუსვა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკელი სამხედრო დანაყოფების გაგზავნის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. „აშშ-მა გადადგა ნაბიჯები, რათა გაზარდოს თავისი ძალების მზადყოფნა როგორც შინ, ისე საზღვარგარეთ, რათა ისინი მზად იყვნენ, უპასუხონ გაუთვალისწინებელი გარემოებების რიგს, მათ შორის ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მხარდასაჭერად მათი ამოქმედების შემთხვევაში“, - განაცხადა კირბიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)