|
2022-01-24 16:05:08, 846 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს სახით ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს
ევროკავშირი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, 21 იანვარს მან უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან განიხილა რუსეთის მხრიდან „აგრესიული მოქმედებები“ და ევროკავშირის მხარდამჭერი შემდგომი ზომები. მისივე თქმით, პირველი ფინანსური დახმარება 6 მილიონი ევრო იქნება. ცნობისთვის, 19 იანვარს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა თითქმის დაასრულდა უკრაინის საზღვრის მახლობლად შეიარაღებული ძალების განლაგება, რომელიც მათივე თქმით, შესაძლოა გამოყენებული იქნას შეტევისთვის. გავრცელებული ცნობით, უკრაინის დასავლეთ საზღვართან 127 000-ზე მეტი სამხედროა თავმოყრილი. აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინაზე თავდასხმა „ნებისმიერ მომენტში“. ამასთანავე, პენტაგონმა და თეთრმა სახლმა განაცხადეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა პროვოკაცია მოახდინოს უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საფრთხის გამო, ევროკავშირი და აშშ-ს ხელისუფლება მოსკოვს მკაცრი სანქციებით დაემუქრნენ. რაც შეეხება რუსეთს, კრემლი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმების არსებობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)