|
2022-01-24 14:43:05, 619 ნახვა
მსოფლიო
ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ჯარებსა და საბრძოლო ავიაციას გზავნის
ნატო მოკავშირეების ძალებს მზადყოფნაში აყენებს და აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ჯარებსა და საბრძოლო ავიაციას გზავნის. აღნიშნული განცხადება ალიანსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ცოტა ხნის წინ გავრცელდა. როგორ განცხადებაში აღნიშნულია, მიზეზი მოკავშირეთა თავდაცვის გაძლიერებაა რუსეთის მხრიდან მომავალი აგრესიის ფონზე უკრაინასა და მის გარშემო. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ალიანსი ყოველთვის უპასუხებს უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას. „მივესალმები მოკავშირეებს, რომლებსაც ნატო-ში დამატებითი ძალები შეჰყავთ. ნატო გააგრძელებს ყველა საჭირო ზომის მიღებას მოკავშირეების დასაცავად, მათ შორის, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერებით. ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას, მათ შორის, ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების გზით“, - განაცხადა ნატო-ს გენმდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)