|
2022-01-22 14:27:47, 951 ნახვა
მსოფლიო
ჯენ ფსაკი - აშშ რუსეთისთვის წერილობითი პასუხების წარდგენას გეგმავს, თუმცა ნატო-ს მომავალი გაფართოების საკითხზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს
თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ მომავალ კვირას რუსეთისთვის წერილობითი პასუხების წარდგენას გეგმავს, თუმცა ნატო-ს მომავალი გაფართოების საკითხთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას არ აპირებს. ჯენ ფსაკის , აშშ-მ თავიდანვე დააფიქსირა, რომ რუსეთისგან მოთხოვნები აშშს პოზიციისგან განსხვავებულია და არის საკითხები რომლებიც ვერ განხორციელდება. „წერილობით წარვადგენთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების სერიოზულ შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ასევე იდეებს, თუ როგორ შეიძლება, რეალურად გავაძლიეროთ ერთმანეთის უსაფრთხოების განცდა. როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს განაცხადა, არის გარკვეული საკითხები და ფუნდამენტური პრინციპები, რომელთა დაცვის მიმართ ამერიკა, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები ერთგულები არიან, მათ შორისაა ის რომ უკრაინელი ხალხის სუვერენული უფლებაა, თავად დაწერონ საკუთარი მომავალი. ამ საკითხზე ვაჭრობას ადგილი არ ექნება“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ. „ჩვენ ასევე გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და მომავალ კვირას წერილობით პასუხს წარვადგენთ,”- განაცხადა ჯენ ფსაკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)