07:36 - 25 Jul, 2026
|
2022-01-21 11:24:20, 735 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი მასშტაბურ საზღვაო წვრთნებს იწყებს, ნატო კი არქტიკაში მანევრებს გამართავს
რუსეთი მასშტაბურ საზღვაო წვრთნებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები წყნარ და ატლანტის ოკეანეებში ჩატარდება. პარალელურად ნატო არქტიკულ წრეში, ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს „ცივი რეაგირება" აანონსებს. ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარტის დასაწყისში დაგეგმილია მასშტაბური წვრთნა სახელწოდებით „ცივი რეაგირება", რომელშიც 28 ქვეყანა და 35 000 სამხედრო ჩაერთვება. მათივე ცნობით, სპეციალურად ამ სწავლებისთვის არქტიკაში ამერიკული სამხედრო ავიამზიდი „ჰარი ტრუმენი“ ჩავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)