14:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-20 10:27:38, 853 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - ახლო მომავალში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა

ახლო მომავალში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ვლადიმერ პუტინთან ბოლო შეხვეხრაზე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურს გარანტიები, რაც მოიცავს, რომ უკრაინა არასდროს გახდეს ნატო-ს წევრი და მეორე, რომ ნატო არ განათავსებს სტრატეგიულ იარაღს უკრაინაში.

"ჩვენ გვაქვს რამდენიმე ხელშეკრულება, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ევროპაში, რომელთა თანახმადაც შეგიძლია აირჩიო, თუ ვისთან ერთად გსურს ყოფნა, თუმცა ალბათობა იმისა, რომ ახლო მომავალში უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, მცირეა იმის გათვალისწინებით, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ შესასრულებელი დემოკრატიისა და იქ არსებული სხვა ბევრი საკითხის კუთხით, ასევე იმის გათვალისწინებით, დაუჭერენ თუ არა მხარს მსხვილი დასავლელი მოკავშირეები ახლა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics