|
2022-01-19 18:07:48, 881 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი - ნათლად ვუთხარით მოსკოვს, თუ განაახლებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, სერიოზული შედეგები მოჰყვება
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. როგორც ბლინკენმა განაცხადა, შეხვედრა სიტუაციის დიპოლომატიურ გადაწყვეტასა და დეესკალაციის უპურატესობებს შეეხებოდა. მისივე თქმით, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მკაფიო ნაბიჯებს გადადგამს ამას მძიმე შედეგი მოჰყვება. „ჩვენ ვისაუბრეთ დიპლომატიური გადაწყვეტის და სიტუაციის დეესკალაციის მკაფიო უპირატესობაზე. ჩვენ ძალიან ნათლად ვუთხარით მოსკოვს, რომ თუ ის გადაწყვეტს, განაახლოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ამას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება. ეს მოდის არა მხოლოდ შეერთებული შტატებიდან, არამედ ევროპიდან და მის ფარგლებს გარეთ ქვეყნებიდან“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)