|
2022-01-19 10:50:17, 729 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი – მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს ნატოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრები და რუსეთი ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნატო-რუსეთის საბჭოზე შეხვედრების ჩასატარებლად მიიწვია. „დღეს მე მოვიწვიე ნატო-რუსეთის საბჭოზე ალიანსის წევრები“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ბერლინში გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თავიდან იქნას აცილებული შემდგომი კონფლიქტი და მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს გადაწყვეტილება ნატოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ. „კონფლიქტის რისკი რეალურია. ნატო-ს მოკავშირეები მოუწოდებენ რუსეთს დეესკალაციისკენ და ნებისმიერ შემდგომ აგრესიას. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომელიც არ ემუქრება რუსეთს და არც ერთ სხვა ქვეყანას. მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს გადაწყვეტილება ნატოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)