07:36 - 25 Jul, 2026
|
2022-01-18 20:18:11, 809 ნახვა
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანს რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა ირეალური ჰგონია
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა არ არის რეალისტური. მისივე თქმით, იმისათვის, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგას, საკუთარი მდგომარეობასა და სიტუაციას მთელ მსოფლიოში უნდა გადახედოს. აღნიშულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. „რეგიონი კიდევ ერთ ომს ვერ გადაიტანს. რუსეთის შეჭრა უკრაინაში რეალისტურ მიდგომად არ მიმაჩნია. რადგან უკრაინა არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა. უკრაინა ძლიერი ქვეყანაა. გარდა ამისა, იმისათვის, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგას, საკუთარი მდგომარეობასა და სიტუაციას მთელ მსოფლიოში უნდა გადახედოს. ეს ყველაფერი არ გამოვა მსჯელობით: „დავიკავებ მიწებს და ადგილებს, მათ წავიღებ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)