08:55 - 25 Jul, 2026
|
2022-01-18 14:03:23, 817 ნახვა
მსოფლიო
NYT-ის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანა დაიწყო – აღნიშნულს რუსეთი უარყოფს
გამოცემა New York Time–ის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანა დაიწყო. როგორც გამოცემა უკრაინის უსაფრთხოების სამსაურში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, კიევში არსებულ რუსეთის საელჩოში მომუშავე დიპლომატთა ნაწილის ოჯახები მოსკოვში 5 იანვარს გაემგზავრნენ. ამასთანავე, გამოცემის ცნობით, რუსი დიპლომატების 30-მდე ოჯახის წევრმა კიევი და ლვოვი უკვე დატოვა. რუსეთის კიდევ ორ საკონსულოში დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისთვის მზადყოფნა ურჩიეს. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო უწყებამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა და უარყო ინფორმაცია. „უკრაინის დედაქალაქ კიევში მდებარე რუსეთის საელჩო საშტატო რეჟიმში მუშაობს“, – განაცხადეს საგარეო უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)