|
2022-01-17 22:02:15, 1215 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს სანქციების მიუხედავად, ჩრდ. კორეამ ბალისტიკური რაკეტები, მაინც გამოსცადა
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩრდ. კოერაზე დაწესებული სანქციებისა და გაფრთხილებების მიხუედავად, აღნიშნულმა სახელმწიფომ, წელს, უკვე მეოთხედ ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, CNN ავრცელებს. იაპონიისა და სამხრეთ კორეის თავდაცვითი ძალების ცნობით, დღეს, ორშაბათს, ჩრდ. კორეამ არა ერთი, არამედ 2 რაკეტა გაისროლა. ისინი სამწუთიანი ინტერვალით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან გაუშვეს. მედიის ცნობით, რაკეტებმა მაქსიმალურ სიმაღლეს - 50 კილომეტრს მიაღწიეს და 300 კმ-ის მანძილზე იფრინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჩრდ. კორეა საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების დარღვევას უხეშად აგრძელებს, მსგავს ქმედებებს კი, აშშ-ს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. შეგახსნებთ, რომ ჩრდ. კორეამ, რაკეტების გამოცდით, უკვე რიგით მეოთხედ დაარღვია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ფხენიანს რაკეტების შექმნასა და გამოცდას უკრძალავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)