23:24 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-17 18:29:31, 799 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი ინსპექტორზე - ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები და ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი სათანადო განხილვის გარეშე წარიმართა

ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი ისე წარიმართა, რომ სათანადო განხილვის საშუალება არ მოგვეცა - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, უნდა დარწმუნდეს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ისე, რომ ამ ქვეყნის ერთ-ერთი საკვანძო უწყება თავს კომფორტულად გრძნობდეს.

"სახელმწიფო ინსპექტორის დაწესებულება მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტია. უნდა დავრწმუნდეთ, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ისე, რომ ამ ქვეყნის ერთ-ერთი საკვანძო უწყება თავს კომფორტულად გრძნობდეს იმ გაგებით, თუ რას შეცვლის შეთავაზებული ცვლილება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისთვის საკამათოა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსთან ურთიერთობის ფუნდამენტური ასპექტია დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობა. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, წლების განმავლობაში ვდებდით ინვესტიციებს ამ სააგენტოში და ჩვენ სწორად უნდა გავიგოთ, რას უკავშირდება ეს ცვლილებები. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები და მაინც ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი ისე წარიმართა, რომ სათანადო განხილვის საშუალება არ მოგვეცა“, - განაცხადა ჰარცელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics