08:55 - 25 Jul, 2026
|
2022-01-16 14:28:49, 1046 ნახვა
მსოფლიო
ტონგაში მომხდარი ცუნამის შედეგად, დაშავებულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია ვერ მოიპოვება
წყალქვეშა ვულკანის, ჰინგა-ტონგას ამოფრქვის შედეგად გამოწვეულმა 1,2 მეტრიანმა ცუნამმა, კუნძულოვან სახელმწიფო ტონგაში სატელეფონო და ინტერნეტ კავშირი გაწყვიტა. მომხდარის გამო, კუნძულის 105 000 მაცხოვრებლების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოპოვება, ჯერჯერობით ვერ ხერხდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საკომუნიკაციო ხაზები ადგილობრივი დროით, შაბათს საღამოს, 19:00 სთ-ზე გაითიშა. სტიქიის შედეგად, დაიტბორა შენობა-ნაგებობები. დაზიანდა ინფრასტრუქტურაც. ,,დედაქალაქი ნუკუალალოფა ვულკანური მტვრის სქელი საფარითაა დაფარული, მაგრამ სხვა მხრივ სიტუაცია დასტაბილურებულია. ჯერ არ მიგვიღია ახალი ამბები, სხვა სანაპირო რაიონებიდან”, - აღნიშნა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)