|
2022-01-16 12:42:05, 1247 ნახვა
მსოფლიო
The Guardian - ყაზახეთის პროკურატურის ცნობით, საპროტესტო აქციებს 225 ადამიანი ემსხვერპლა
ყაზახეთში, მიმდინარე მშვიდობიანი აქციებს, რომლებიც მალევე სისხლისმღვრელ პროტესტში გადაიზარდა, სულ 225 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian იუწყება. „საგანგებო მდგომარეობის დროს, 225 ადამიანის ცხედარი მორგებში გადაასვენეს, რომეთაგანაც 19 სამართალდამცავი და სამხედრო პერსონალი იყო. დანარჩენები შეიარაღებული ბანდიტები იყვნენ, რომლებიც ტერორისტულ თავდასხმებში იღებდნენ მონაწილეობას. სამწუხაროა, რომ ერორისტული აქტების მსხვერპლნი, მშვიდობიანი მოქალაქეებიც გახდნენ“, - აღნიშნა ყაზახეთის გენერალურმა პროკურორმა სერიკ შალაბაევმა. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში, 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამ დროისთვის, ქვეყნის გენერალური პროკურატურა 550-მდე სისხლის სამართლის საქმეს იძიებს. საპროტესტო აქციებზე დაშავებული 2 600 ადამიანი კი, საავადმყოფოში მკურნალობის პროცესს აგრძელებს. ბოლო ცნობების მიხედვით, მათგან 67 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)