|
2022-01-15 14:08:10, 1392 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ ზელენსკი ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, უკრაინის საზღვარზე დაძაბულობის ფონზე, სამმხრივ მოლაპარაკებებზე იწვევს. ინფორმაციას „ეურონიუსი“ ავრცელებს. „ჩვენ კვლავ ველოდებით პასუხს რუსული მხარისგან, მაგრამ ჩვენი ამერიკელი პარნიორები მიესალმნენ ჩვენს წინადადებას, გარკვეული ინტერესით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. კიევმა აშშ–სა და რუსეთს შეხვედრის ვირტუალურად ჩატარება შესთავაზა. „ვფიქრობ, ეს არის პროაქტიული პოზიცია, რომელიც უკრაინას ჩართავს მოლაპარაკებებში. თუ საუბარია ევროპაში უსაფრთხოებაზე, მნიშვნელოვანია უკრაინის ჩართვა“, – დასძინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. შეგახსენებთ, რომ კვირის დასაწყისში, ვაშინგტონისა და მოსკოვის ოფიციალური პირები შვეიცარიაში, ჟენევაში შეიკრიბდნენ, რათა განეხილათ უსაფრთხოება, რასაც მოჰყვა მოლაპარაკებები რუსეთსა და ნატო–ს შორის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)